

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან.
სტუმრის სტატუსით მოწვეულია თეატრალური დასი საინგილოდან. სპექტაკლებს გამართავენ რუსთაველისა და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრები. ფესტივალზე თეატრებს იტალიიდან და ლიეტუვადან ელოდებიან. ყველა სპექტაკლზე დასწრება უფასოა, გარდა რუსთაველის თეატრის სპექტაკლისა.
ტრადიციული ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთექვსმეტედ ტარდება და მას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს.
ფესტივალის პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ამავე თემაზე
ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ემზადება
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში