
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღონისძიებებით აღინიშნა.
ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაღუპვის ადგილზე, სოფელ ბორითში, მისი სახელობის მონუმენტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის მაშინდელმა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში მუნიციპალიტეტში მოქმედმა სკოლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი, ტრადიციები, კულტურა, კულინარია და სხვა ღირსშესანიშნაობები გააცოცხლეს.
„ჩემი საქართველო აქ არის“ – დამოუკიდებლობის დღის სკოლების ჩართულობით აღნიშვნის იდეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) თანამშრომელს, ლელა შარიქაძეს ეკუთვნის.
ღონისძიება რუსეთისგან ოკუპირებული მხარეების – აფხაზეთის წარდგენით დაიწყო და სამაჩაბლოზე სიმღერით დასრულდა.
აფხაზეთი დამსწრე საზოგადოების წინაშე ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიამ წარმოადგინა, სამაჩაბლო – წიფისა და ვარძიის სკოლების მოსწავლეებმა.
კიცხის სკოლამ სვანეთში გვამოგზაურა, ბაზალეთის სკოლამ – რაჭაში, მარელისელმა და ხიდრელმა მოსწავლეებმა მაყურებლის თვალწინ აჭარა გააცოცხლეს, ხევისა და ლაშის სკოლის მოსწავლეებმა – კახეთი;
ფშავ-ხევსურეთის შესახებ გვიამბეს და გვიმღერეს ხარაგაულის #3 სკოლის მოსწავლეებმა; ხარაგაულის #2 სკოლამ სამეგრელო წარმოადგინა, ვახანის სკოლამ – გურია, წყალაფორეთის სკოლამ – ქართლი, ლეღვანის სკოლამ – სამცხე-ჯავახეთი, ბორის სკოლამ – იმერეთი
ღონისძიება კულტურის სამსახურის უფროსს, ირინე ჩხეიძეს მიჰყავდა. დამსწრეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას გაფრთხილება და მის დაცვას მუდმივი ბრძოლა სჭირდება.
დღესვე ხარაგაულის კინოთეატრში დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.
საღამოს 17:00 საათზე კი ჩხერის ციხეზე მსვლელობა იგეგმება.
107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა
ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ასი ახალი წიგნი შეიძინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა