

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ცეკვის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობს.
ეს ფესტივალი 20-დან 25 მაისის ჩათვლით ტარდება.
ამ საერთაშორისო ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან და თურქეთიდან. „უბისი“ ფესტივალზე ცეკვას „ქალ-ვაჟთა მთიულური“ 24 მაისს წარადგენს.
ბოდრუმში „უბისი“ ფესტივალის ორგანიზატორებმა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით მიიწვიეს. წარმატებებს ვუსურვებთ „უბისს“ და უბისელებს.
ფოტოზე: ანსაბლ „უბისის“ წევრები საერთაშორისო ფესტივალზე გამგზავრებისას
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!