

რეჟისორ ირინე ჩხეიძესგან დადგმული სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“, ნიდერლანდების ქართული თეატრი 3 მაისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგა.
ნიდერლანდების ქართულ თეატრ „ათინათთან“ ირინე ჩხეიძე 2024 წლის ზაფხულიდან თანამშრომლობს. „დარისპანის გასაჭირი“ სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაიდგა.
„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მენახა ქალბატონი ირინეს შემოქმედება. სულ ცოტა ხნის წინ მშობლიურ ხარაგაულში ვერ, მაგრამ უცხო მიწაზე მომეცა ამ სურვილის ასრულების შესაძლებლობა. მადლობა რეჟისორს და მთელ დასს იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომელიც მათ სცენიდან მაყურებლის გულებამდე მოიტანეს“, – წერს სოციალურ ქსელში სოფიო ჭიპაშვილი და ამ ვიდეოს აქვეყნებს.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ