
27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით საქართველოში იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს.
ამ კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებებისაგან.
იმუნიზაციის კვირეულის ფარგფლებში, 28 აპრილს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე და ამავე ცეტრის იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ბუხნიკაშვილი ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში უფროსი ასაკის მოსწავლეებს იმუნიზაციის მნიშვნელობასა და სარგებელზე ესაუბრენ.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვენ შეხვედრაში და იმუნიზაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
30 აპრილს ალექსანდრე ტაბატაძე და ნინო ბუხნიკაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროს გოჩა გიორგიძესთან ერთად ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში პედაგოგებსა და აღსაზრდელთა მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ყურადღება გამახვილდა რუტინული იმუნიზაციის მნიშვნელობაზე. ასევე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამებს და მოსახლეობის აქტივობას ამ მიმართულებით.
ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ მშობლებთან აცრების მნიშვნელობაზე პირისპირ შეხვედრების საჭიროება გამოიკვეთა. დედები განსაკუთრებით პაპილომა ვირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრებით დაინტერესდნენ. ამიტომ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აცრების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად შეხვედრების მოწყობას მომავალ თვეებშიც აპირებს.
იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტური ინტერვენციაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაციის მეშვეობით, მსოფლიოში ყოველწლიურად, 3.5-5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, დიფტერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა და სხვა.
ვაქცინით მართვადი ინფექციებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, საქართველოში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას აცრების კალენდრით დამტკიცებული ვაქცინებით.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
დღეს, პირველ მაისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის
27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით საქართველოში იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს. ამ კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის […]
ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლის (დირექტორი ლალი ალექსიძე)
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე)