

ბორის საჯარო სკოლაში, 25 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ინგლისურენოვანი სადღეღამისო ბანაკი „ბორის სკოლა 2015“ ეწყობა.
ბანაკი მშვიდობის კორპუსის მოხალისე, ბორის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის, ელისაბედ ბირჩლერისა და ამავე სკოლის დირექტორ ჰამლეტ ბერაძის ინიციატივით შეიქმნა.
მათ ეხმარებიან ბორის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები ნანა ბერიძე და ჟანა ნიშნიანიძე, ასევე გუნდის ლიდერები: ლანა ღონღაძე, ფერიდე ბერაძე, გვანცა ბერაძე, დეა ბერაძე.
ბანაკში უფასოდ ჩაერთვნენ 13-17 წლის მოზარდები, – რომლებიც წარმატებით ეუფლებიან ინგლისურ ენას, – ხარაგაულის, ზესტაფონის, სამტრედიის, და თერჯოლის მუნიციპალიტეტების, თბილისისა და ბათუმის სკოლებიდან. ბანაკში იმყოფა ამერიკელი მშვიდობის კორპუსის ოთხი მოხალისე.
80-მდე მოსწავლე ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი. ბანაკი მიზნად ისახავს ბავშვების დაახლოებას, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას და მყარი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხავადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის.
მოზარდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ გუნდური მუშაობა, საკუთარი აზრის სწორად დაფიქსირება, გახდნენ დამოუკიდებლები და გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარ-ჩვევები. ბანაკში ტარდება ინგლისური ენის გაკვეთილები და ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, სპორტული თუ ინტელექტუალური ღონისძიებები და გუნდური თამაშები.
ბორის საჯარო სკოლის დირექტორ ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, ბანაკი ხორციელდება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, გამგეობის, კულტურის სამსახურის, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, ტურიზმის სამსახურის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის, ა/ო „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, მშვიდობის კორპუსის ინგლისურენოვანი მოხალისეების, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,