
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილის 18:00 საათამდე, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ გამოსაცდელებს ჩასაბარებელი საგნის/საგნების არჩევა (დამატება ან შეცვლა), გამოცდის ენისა და საგამოცდო ქალაქის შეცვლა.
იმ დარეგისტრირებულმა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს – „სპეციალური პირობები“, 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
თუ გამოსაცდელებმა გადაიხადეს რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, მათ ეძლევათ საშუალებას 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
10 აპრილის 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება აირჩიონ, წაშალონ ან გადაანაცვლონ საგანმანათლებლო პროგრამები. ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება.
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილის 18:00 საათამდე, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ გამოსაცდელებს ჩასაბარებელი საგნის/საგნების არჩევა (დამატება […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურად შეჭირვებული