
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია (საია) დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი – თავისუფალი არჩევნების უფლება.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.
საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე
„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,