
17-20 მარტს წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში ბახის სახელობის VIII ეროვნული კონკურსი გაიმართა. კონკურსის დამფუძნებელია ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
ამ კონკურსში ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი დაიკავა მართა ჭყოიძემ (II კლასი, პედაგოგი ხათუნა მაჭავარიანი);
მეორე ადგილი – ნიცა ზუმბაძე (V კლასი, პედაგოგი დარეჯან გვაძაბია);
მესამე ადგილი – ლალი ხომასურიძე (III კლასი, პედაგოგი ლიანა კვირიკაშვილი).
ლაურეატის დიპლომი დაიმსახურა ლილე ფცქიალაძემ (II კლასი, პედაგოგი დარეჯან გვაძაბია).
კონკურსანტები შეაფასა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით:
ვალერიან შიუკაშვილი – საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მუსიკის დოქტორი, თბილისის ხელოვნების აკადემიის რექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის დირექტორი, საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების დირექტორი, პიანისტ-შემსრულებელი;
დუდანა მაზმანიშვილი – ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, საქართველოს კულტურის ატაშე გერმანიაში, პიანისტ-შემსრულებელი;
ნოდარ მდივანი – საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების ლაურეატი, ვალერიან შიუკაშვილის პირველი სტიპედიანტი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სოლისტი, კლარნეტისტი;
ლიზა რამიშვილი – საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ჩელისტი.
დღეს, 21 მარტს, წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში ბახის სახელობის VIII ეროვნული კონკურსის დასკვნითი ღონისძიება – გალა კონცერტი გაიმართება. ამ კონცერტზე პირველ ადგილზე გასული კონკურსანტები დაუკრავენ. მათ შორის, ხარაგაულის სამუსიკო სკოლიდან – მართა ჭყოიძე.
ვულოცავთ ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ამ წარმატებას და შემდგომ კონკურსებში გამარჯვებას ვუსურვებთ.
ფოტოზე: მართა ჭყოიძე
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე
„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,