

ნიდერლანდების ქართული თეატრი რეჟისორ ირინე ჩხეიძესგან დადგმული სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ 3 მაისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.
ნიდერლანდების ქართულ თეატრ „ათინათთან“ ირინე ჩხეიძე 2024 წლის ზაფხულიდან თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაიდგა „დარისპანის გასაჭირი“. ამ სპექტაკლმა გასული წლის 23 ნოემბერს ლიეტუვაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გრანპრი დაიმსახურა.
„3 მაისს ათენში ამ სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა იქ მცხოვრებ ქართველებსაც ექნებათ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია“.
წარმატებებს ვუსურვებთ ირინე ჩხეიძეს და ნიდერლანდების ქართულ თეატრ „ათინათს“.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!