

„ვცდილობ, ჩემი ნახატები პოზიტიური იყოს. ვხატავ მაშინ, როცა ხატვის სურვილი მომეძალება. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ღამეც გამითენებია ნახატის დასასრულებლად,“ – ამბობს 13 წლის მხატვარი დავით გურგენიძე. დღეს ხარაგაულის კინოთეატრში მისი ნახატების გამოფენა გაიხსნა.
წარმოშობით ხარაგაულელი დავით გურგენიძე თბილისის #43-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ხატვის მასწავლებელი არ ჰყავს. რჩევებს, პერიოდულად, მხატვარ ქეთი ფერაძესგან იღებს.
„13 წლის ახალგაზრდისგან ძალიან მოულოდნელია ასეთი ორიგინალური მხატვრობა. თითოეულ ნახატში არის ქაოსიც, სიმშვიდეც, მხატვრის ფილოსოფიური შეხედულება სამყაროზე, ბუნების მოვლენებზე. საოცარი ფერებია. ჩანს მისი ნიჭიერება და შემოქმედებითი უნარი,“ – ასე შეაფასა დავით გურგენიძის ნახატები ლელა მაჭავარიანმა.
ნინო ჭიპაშვილი გასულ წელსაც ეწვია დავითის ნახატების გამოფენას და ამბობს, რომ ძალიან დიდი პროგრესი ჩანს. ნინოსთვის დავითის ნახატები გამოირჩევა ფერებითა და ორიგინალურობით.
ზვიად დევდარიანი: -რასაც ვხედავთ, არის თვითმყოფადი. მისია ფერები, იდეები, რაც აქ არის გადმოტანილი ნახატების სახით. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე საჭიროა პროფესიონალების ჩართვა. ჩანს, რომ დავით გურგენიძე არის ძალიან ნიჭიერი და საინტერესო მხატვარი.
დავით ჩადუნელი: -ჩემი შეხედულებით, თანამედროვე ცხოვრების მისეული ხედვაა ამ ნახატებში. არავისას არ ჰგავს. მხატვრის შინაგანი სამყარო, ფანტაზიის უნარი და ჩვენი დღევანდელობა დავინახე.
დათო ძალიან სიტყვაძუნწი და წყნარია, – ასე ახასიათებენ მას მშობლები ნესტან მშვენიერაძე და პაატა გურგენიძე. დავითის დედა ამბობს, რომ ყოველთვის კოხტად აქვს დაწყობილი ხატვისთვის საჭირო ნივთები და მოწყობილობები. „როცა უნდა, მაშინ აიღებს და ხატავს. შემდეგ ისევ მშვიდად „დააბინავებს“ ყველაფერს. ნახატებზე აზრს ყოველთვის გვეკითხება. მხატვარი ქეთი ფერაძე აძლევს რჩევებს – ძირითადად ფერებზე. რასაც გადასცემს გონება, იმას ხატავს – მისგან აღქმულ სამყაროს.“
დავით გურგენიძის ნახატების გამოფენა ხარაგაულის კინოთეატრში 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,