
ეკონომიკის სამინისტრო, მესამე წელია, კურორტ „ნუნისის“ სამკურნალო წყალზე ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონს არ აცხადებს. სამინისტროს ბოლო დაპირების შესაბამისად, „ნუნისის“ ადმინისტრაცია აუქციონის გამოცხადებას 2024 წლის შემოდგომაზე ელოდებოდა. რა ეტაპზეა წყლის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადების საკითხი, – ამ შეკითხვით „ნუნისის“ დამფუძნებელს ირმა დაუშვილს მივმართეთ.
„ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან თანხმობასა და შენიშვნებს ელოდება. სამინისტროში 4 მარტს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შევხვდი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი შენიშვნაა, რომ სალიცენზიო ვადა, 25 წელი, ძალიან ბევრიაო. ახლა სამინისტროში მითხრეს, რომ სალიცენზიო პირობები თავიდან უნდა შეიმუშაონ.
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვუხსნი, რომ კურორტი „ნუნისი“, პირველ რიგში, სამკურნალო დანიშნულების კურორტია და კანის პრობლემების მქონე პირებს მკურნალობის შესაძლებლობა ეზღუდებათ. ივნისიდან ნოემბრამდე ჩვენ ნუნისში დამსვენებლები არ გვაკლია. თუმცა, ადამიანებს ვერ ვმკურნალობთ.
სიმართლე გითხრათ, უახლოეს მომავალში ეკონომიკის სამინისტროსგან პოზიტიური ცვლილების იმედი არ მაქვს. ალბათ, ოდესღაც გამოაცხდებენ აუქციონს“.
„ნუნისის“ ოცწლიან ლიცენზიას ვადა 2022 წლის ბოლოს გაუვიდა. ახალი ლიცენზიის მომპოვებლის მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. თავის მხრივ, კურორტის მეპატრონე სასტუმრომდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას, გამართულ ელექტროსისტემას და სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგებას ითხოვს.
ამავე თემაზე
კურორტ „ნუნისის“ დამფუძნებლები სამკურნალო წყალზე ხელახალ ლიცენზიას, ერთი წელია, ელიან
„ყველა საქმე კეთდება, რასაც ქალი ხელს მოჰკიდებს,
დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. დედად ყოფნა უამრავი
ხევის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე
ეკონომიკის სამინისტრო, მესამე წელია, კურორტ „ნუნისის“ სამკურნალო წყალზე ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონს არ აცხადებს. სამინისტროს ბოლო დაპირების შესაბამისად, „ნუნისის“ ადმინისტრაცია აუქციონის […]