მეოთხე სასწავლო წელია, წყალაფორეთის საჯარო სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს. ამ სკოლის სასწავლო პროცესი წყალაფორეთიდან 15 კილომეტრით დაშორებულ თეთრაწყაროს სკოლის შენობაში მიმდინარეობს.

მეორე სასწავლო წელი დაიწყო საღანძილის საჯარო სკოლამ ამავე სოფლის საბავშვო ბაღის შენობაში.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე 2024 წლის ბოლოს ამბობდა, რომ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო გადაწყვეტილებას ამ სკოლების მშენებლობაზე 2025 წლის იანვარში მიიღებდა. მარინა ვეფხვაძე სააგენტოს წარმომადგენლებს, მდგომარეობის შესასწავლად, ახლა ადგილზე ელოდება და სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.

მარინა ვეფხვაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სააგენტო სასწრაფოდ მოსაგვარებელ პრობლემებზე რეაგირებს, – როგორიცაა შენობის სახურავისა და კარ-ფანჯრების გამოცვლა; მაგალითად, ამჟამად ბორის სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წყალაფორეთის სკოლის პედაგოგები შიშობენ, რომ სოფელი სკოლის გარეშე გაქრება. დიდ მანძილზე ტრანსპორტირების გამო, მშობლებს შვილები წყალაფორეთთან ახლოს მდებარე სოფლების სკოლებში გადაჰყავთ.

საღანძილელი მოსწავლეები და პედაგოგები კი სწავლისთვის სათანადო პირობებს ნატრობენ.

ფოტოზე: წყალაფორეთის სკოლის ნანგრევები

ამავე თემაზე:

წყალაფორეთი სკოლის გარეშე გაქრება