

„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მოპოვებული ინფორმაციით, 28 თებერვლის 10:00 საათის მონაცემებით, ხარაგაულის მომსახურების ცენტრში ყველა 10/6 კვ ფიდერი ჩართულია.
თუმცა ისეთ უბნებში, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია, ჯერ კიდევ რჩება დაზიანებების გამო გათიშული აბონენტები. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდებათ სოფლებს: ვანი, სხლითი, ხიდარი, თეთრაწყარო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები ფეხით ცდილობენ მისვლას იმ უბნებში, სადაც რთული რელიეფური პირობების გამო დაზიანებულ მონაკვეთებთან მიახლოება ოპერატიულად ვერ ხერხდება. აღდგენითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება და სავარაუდოთ, დღის ბოლომდე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!