

მეოთხე დღეა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის სერვის ცენტრის თანამშრომლები სამსახურში იმყოფებიან და მუშაობენ.
თუმცა, ამ სამსახურში ქუჩიდან შესასვლელი ტროტუარი ამ დრომდე (28 თებერვლის 11:30 სთ.), გაუწმენდელია.
თანამშრომლები შენობაში უკანა, სათადარიგო შესასვლელით შედიან. იმის გამო, რომ ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტროტუარი არ იწმინდება, მოქალაქეებისთვის იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სამსახური არ მუშაობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის სერვის ცენტრში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, მხოლოდ ქალი თანამშრომლები მუშაობდნენ და მათ ვერ შეძლეს თოვლის დიდი საფარის გამოთოვლა.
დღეს, 28 თებერვალს, კიცხელმა თანამაშრომელმა გამოაღწია სოფლიდან და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აპირებს ტროტუარის გაწმენდას.
ძვირფასო ხარაგაულის თვითმმართველობავ, რამდენიმე დღეა, – რაც თოვს, – ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, ტროტუარები არ იწმინდება. ამის გამო ფეხით მოსიარულე მოქალაქეებისთვის ავტომანქანების სავალ ნაწილზე გადაადგილება უსაფრთხო ვერ არის.
ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, რატომ გაგიჭირდათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალამდე მისასვლელი ტროტუარის გაწმენდა მაინც.
ფოტოზე: სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი წმენდს სამსახურში შესასვლელ ტროტუარს.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!