

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვნიდან „თაგვების უბანში“ მცხოვრები მევლუდი ვეფხვაძის მეუღლე, ქალბატონი იზა დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემის შესახებ დაგვიკავშირდა.
„ავარიულ სახლში მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ. მეუღლე ავადმყოფია და სახურავზე გადმოსათოვლად ასვლა ვერ შეძლო. ერთი კედელი გაიხსნა და ბლოკები ჩამოცვივდა.
სახლმა დაიწია და ბზარები თანდათან მატულობს. ოთახში, სადაც ვიმყოფებით, აღარც ფანჯარაა ნორმალური და აღარც იატაკი, რადგან კედლები დეფორმირდა. სასწრაფოდ შველა გვჭირდება. იქნებ მერიიდან მოგვეშველონ“, – ამბობს იზა ვეფხვაძე.
23 თებერვლის საღამოდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა მუნიციპალიტეტის სოფლებში 2 მეტრს გადააჭარბა.
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება.
4 ნოემბერს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს