

ხარაგაულში, მეოთხე დღეა, ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, 2 მეტრს გადააჭარბა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ამ დიდთოვლობის დროს, ყველაზე დიდი პრობლემა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდაა.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით:
„ცენტრალური საავტომობილო გზები იწმინდება: ზვარეში, ვახანში, საღანძილეში, ვანში, სხლითში, ფარცხნალში, ღუდუმექეთში, სარგვეშში, ღორეშაში, კიცხში, წიფში, თეთრაწყაროში, ბორითში, უბისაში, გედსამიანიაში, ხუნევში, ვერტყვიჭალაში, ხევში, წაქვაში, ხიდარში, წყალაფორეთში, ლახუნდარასა და მოლითში.
ვარძიასა და ნადაბურში ტექნიკა ახლა მიდის.
ვერ იმუშა ტექნიკამ ლაშიდან ხემაღალის მიმართულებით და ასე დავგეგმეთ, რომ სარგვეში-ხორითის გამოვლით ჩამოვიდეს ტრაქტორი ხემაღალში, გზის გასაწმენდად“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ორი დღის წინ ხემაღალიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ორ ოჯახში ჰყავთ ფეხმძიმე ქალი; მათ შორის ერთ-ერთი დღე-დღეზე ელოდება მშობიარობას. ამიტომ, ხემაღალში, ამ ოჯახებამდე ისასვლელი გზის სასწრაფოდ გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!