
დიდთოვლობამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოწოდების კუთხით პრობლემები შექმნა.
რომელ სოფლებს არ მიეწოდება დენი და რამდენ ხანში იგეგმება პრობლემების აღმოფხვრა, ამ შეკითხვით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ.
ამ სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თეონა გეგუჩაძესგან მოპოვებული ინფორმაციით:
„27 თებერვლის 10:00 საათის მონაცემებით, დიდთოვლობის გამო ავარიულად გამორთულია 4 ფიდერი, რის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს:
ლაშე, ღვერკი, ნადაბური, საქარიქედი, ჯაფარეული, ჩხერი, ბაზალეთი, ვარძია, მარელისი, ვანი, სხლითი, ლეღვანი და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ხარაგაულის ნაწილს.
თოვლის გამო მოტეხილი ხეები დაცემულია გადამცემ ხაზებზე, გაწყვეტილია სადენები. ხარაგაულის მომსახურების ცენტრის ტექნიკური პერსონალი მობილიზებულია და აგრძელებს დაზიანებების მოძიებასა და აღდგენას.
თოვლის საფარის სიმაღლისა და მასთან დაკავშირებული გადაადგილების პრობლემების მიუხედავად, აღგენითი სამუშაოები ავარიების სრულად აღმოფხვამდე საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება.
თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მომსახურების ცენტრი დღის ბოლომდე გეგმავს დაზიანებების უმეტესი ნაწილის აღმოფხვრას“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 23 თებერვლის საღამოდან თოვს. თოვლის საფარი სოფლებში 2 მეტრს აღწევს.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი