
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთში, ქროლსა და ღარიხევში ბუნებრივი აირის მოწოდება შეწყდა.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდთოვლობის გამო, მილსადენის დაზიანებაა.
ლევან აბაშიძის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები ეძებენ დაზიანების ადგილს, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. თუმცა, თოვლისგან გზა გაუწმენდელია და ბრიგადას გადაადგილება უჭირს.
„მაღალგამავლიანი მანქანით უნდა მივშველებოდი ბრიგადას, თუმცა, წევადან ძირულისკენ აღარ მიშვებენ, გზა არის გაუწმენდელიო, – ამბობს ლევან აბაშიძე, – ამიტომ ჩვენი თანამშრომლები დაზიანების ძიებას ფეხით აგრძელებენ. სიახლეებს მოსახლეობას თქვენი საშუალებით შევატყობინებთ“.
ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება გაზმომარაგება ამ სამ სოფელში.
თოვლის საფარი ხარაგაულის სოფლებში 2 მეტრს აღწევს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთში, ქროლსა და ღარიხევში ბუნებრივი აირის მოწოდება შეწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან აბაშიძესგან მოპოვებული […]
„საქართველოს რკინიგზასგან“ გავრცელებული ინფორმაციით,
დიდთოვლობამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში