

დასრულდა საფეხბურთო მატჩი ხარაგაულში სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის განახლებულ სტადიონზე.
ერთმანეთს ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ქუთაისის „ტორპედო“ შეხვდნენ.
ეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალის ერთ-ერთი მატჩია.
განახლებული სტადიონისა და სეზონის გახსნაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ მოცეკვავეები მიშიკო ლურსმანაშვილი, ანა შარიქაძე და მომღერალი ნინო ავალიშვილი.
სტადიონზე მყოფ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს წევრი ვარლამ თავზარაშვილი მიესალმენ.
გამგებლის ინფორმაციით, გამგეობა მიმართავს საკრებულოს, რომ ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ მიენიჭოს ლეგენდარული ფეხბურთელის, წლების მანძილზე თბილისის „დინამოს“ კაპიტნის არჩილ კიკნაძის სახელი.
დღევანდელ შეხვედრაში ხარაგაულის „ჩხერიმელა“ დამარცხდა ანგარიშით 1:2.
ამ გუნდების მორიგი შეხვედრა ქუთაისში 26 აგვისტოს გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი