

სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას 2022 წლიდან ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება გაიცემა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად.
დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ფერმერი საკუთრებაში ან/და სარგებლობაში, ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად ფლობდეს არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა თხილის ბაღს.
დაფინანსების მოცულობა 500 ქულით განისაზღვრება 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. 1 ქულა = 1 ლარს. ქულები პროგრამაში ჩართულ პირს აგრობარათზე დაერიცხება. ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა მიაკითხონ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს ხარაგაულში, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე. თან უნდა იქონინონ პირადობის მოწმობა და მიწის ნაკვეთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან წარადგინონ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო კიკნაველიძე ამბობს, რომ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეხვედრები 4-7 თებერვალს მათ სამსახურში, ვარძიაში, კიცხსა და წყალაფორეთში ჩატარდა.
„გასულ წელს ამ პროგრამაში ხარაგაულიდან 170 ფერმერი ჩაერთო, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე, – ისინი კმაყოფილები არიან, რადგან გაიზარდა თხილის მოსავალი და ნაყოფის ხარისხი გაუმჯობესდა.
მერის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და თუ ვინმე შეხვედრებზე ვერ მოვიდა, 10-15 ფერმერის შეკრების შემთხვევაში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში შეხვედრას კიდევ გავმართავთ.
ფერმერს თხილის ბაღის ნაკვეთი თუ არ აქვს დარეგისტრირებული, საველე ამზომველები უფასოდ დაურეგისტრირებენ. მზად ვართ, პროგრამაში ჩართვის ყველა მსურველს დავეხმაროთ. მთავარია, ჩვენამდე მოვიდნენ“, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო კიკნაველიძეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით, ნომერზე – 595 05 48 08.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის