სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის განახლებულ სტადიონზე ერთმანეთს ხვდებიან ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ქუთაისის „ტორპედო.“

ეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალის ერთ-ერთი მატჩია.

განახლებული სტადიონისა და სეზონის გახსნაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ მოცეკვავეები მიშიკო ლურსმანაშვილი, ანა შარიქაძე და მომღერალი ნინო ავალიშვილი.

სტადიონზე მყოფ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს წევრი ვარლამ თავზარაშვილი მიესალმენ.

გამგებლის ინფორმაციით, გამგეობა მიმართავს საკრებულოს, რომ ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ მიენიჭოს ლეგენდარული ფეხბურთელის, წლების მანძილზე თბილისის „დინამოს“ კაპიტნის არჩილ კიკნაძის სახელი.

პირველი ტაიმის შემდეგ ხარაგაულის „ჩხერიმელა“ აგებს ანგარიშით 0:2

ნინო კაპანაძე

fekhburti-1 fekhburti-2

fekhburti fekhburti-5 fekhburti-6 fekhburti-7 fekhburti-8 fekhburti-9