

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შპს „იფქლის“ ერთ-ერთ საწარმოში (ს/კ 200179118 მისამართი: ქ. თბილისი, ხარაძის ქ N 2 ა) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
შემოწმების შედეგად, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ამასთანავე, ბიზნესოპერატორი საქმიანობას ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტომ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული ხაზის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!