

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.
სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება და მგზავრობის ხანგძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.
თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს. კერძოდ, თბილისიდან გავა 09:00-ზე და ოზურგეთში ჩავა 16:18-ზე, ხოლო ოზურგეთიდან 08:40-ზე დაიძრება და თბილისში 16:00-ზე ჩამოვა.
აღნიშნულ მიმართულებაზე მეორე კლასის ბილეთის ღირებულება 11-15 ლარი იქნება. მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და gr.com.ge ვებგვერდზე ონლაინ.
ცვლილებაა თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე – ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ, ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
უფრო კონკრეტულად, ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ჩავლენ ქუთაისში, რიონის სადგურამდე, ხოლო იმ მგზავრებს ვისაც ქუთაისი 1 სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარბელებში (№6355/6356 და №6353/6354 ). ამ მატარებელზე (რიონი-ქუთაისი 1) მგზავრობის საფასური 0,50 თეთრი იქნება.
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება.
4 ნოემბერს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს