

მნიშვნელოვანი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის გაზრდისთვის – ასე შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში რძის გადამამუშავებელი კოოპერატივის – „სარგოს“ გახსნა.
„სარგო“ ევროპის სამეზობლო პროგრამის – სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში (ENPARD) შეიქმნა.
„კოოპერატივის შექმნის პირველივე დღეებიდან მათ გვერდით ვართ, – აღნიშნა პროექტის კონსულტანტმა ზურაბ პატიაშვილმა, – დავსახეთ გეგმა – სად უნდა განთავსებულიყო ძირითადი და დამხმარე სათავსო, დანადგარები. დადგა ის მომენტი, როცა საწარმომ გამოცდა უნდა ჩააბაროს, – გამოუშვას პროდუქცია. ეს კოოპერატივი დიდი სიკეთის მომტანია, რადგან მეცხოველეობა განვითარებულია ხარაგაულში, არის რძის რეზერვი და საჭიროა მისი სამრეწველო ჩარჩოებში მოქცევა. იმედია, „სარგო“ იქნება წარმატებული. თამამად ვამბობ, რომ უმაღლესი ხარისხის რძეა წარმოებული.“
„სარგოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი გველესიანის თქმით, პირველ ეტაპზე კოოპერატივის რძის მიმწოდებლები იქნებიან თავად კოოპერატივის წევრები. „ჯერჯერობით დღეში 300-400 ლიტრი რძის წარმოებას ვგეგმავთ; სამომავლოდ, ტონაზე მეტი რძე უნდა დავამზადოთ. რეზერვი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წარმადობაა. ბაზარზე შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რისკები გათვალისწინებულია. რძეს შევიტანთ სუპერმარკეტებში. მიმდინარეობს მოლაპარაკება „გუდვილის,“ „კარფურისა“ და „სმარტის“ ქსელებთან. მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენი სიხარული გაიზიარა,“ – ამბობს გიორგი გველესიანი.
„კოოპერატივების შექმნა, განვითარება და გაძლიერებაა ჩვენი მიზანი,“ – ამბობს ა/ო-ის, – „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) – ენპარდის პროექტების მენეჯერი ბუბა ჯაფარლი, – გავწიეთ საგრანტო და ტექნიკური დახმარება. „სარგომ“ ძალიან სერიოზულ კონკურსში გაიმარჯვა. ამ პროექტით, ვფიქრობ, ყველა მოგებული დარჩება. ხარაგაულელ გლეხს გაუჩნდება შემოსავალი.“
PIN-ის დირექტორმა საქართველოსა და სომხეთში ლორიან გონიმ აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ მაღაზიებში „სარგოს“ წარმოებულ რძეს შეიძენს.
„სარგოს“ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას გაუჩნდება მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივა და შემოსავალი. ქართულ ბაზარზე კი ადგილობრივი პროდუქცია დაიმკვიდრებს ადგილს.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი