27 იანვარს ევროპის კავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ.
სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, რომელიც 2011 წელს შევიდა ძალაში, შეჩერებული იქნება მოქალაქეთა შემდეგი კატეგორიებისთვის:
მოგზაურობისას ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომელმაც აღადგინა სავიზო მოთხოვნები, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ შემცირებული ვადით განაცხადის შეტანისას, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები რაოდენობის დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივ პასპორტებს ფლობენ, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობისას.
ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია გასულ წელს საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის წარმომადგენელი ოფიციალური პირები, რომელიც ფეხქვეშ თელავს ამ ფასეულობებს, არ უნდა სარგებლობდნენ ევროკავშირში გამარტივებული შესვლის უფლებით“, – თქვა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა ტომაშ სიემონიაკმა, რომელიც წარმოადგენს პოლონეთს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას ევროკავშირის საბჭოში.
ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის აღარ აპირებს ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე.
დღეს, 30 იანვარს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამერიკის
27 იანვარს ევროპის კავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ. სავიზო […]
მეცხოველეობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ცხოველთა კვებაა; უფრო მეტიც,
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის – UG Startup Factory-ს მიერ