

სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის სექტორის განვითარების პროგრამას ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გეგმავს წვლილი შეიტანოს „თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამის“ ეფექტურად განხორციელებაში.
ამ მიზნით, კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის და ამ დარგით (თხილის წარმოებით) დაინტერესებული პირებისთვის დაგეგმა გრძელვადიანი ტრეინინგები, რომელიც მიზნად ისახავს მათი ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიების გაცნობას.
ტრეინინგების მონაწილეებს საშუალება ექნებათ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღონ ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები თხილის ჯიშების შერჩევის, სარგავი მასალის წარმოების, ბაღების გაშენების, მოვლა-მოყვანის, მოსავლის აღების, პირველადი სასაქონლო დამუშავებისა და თხილის ბაღებში ჩასატარებელი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ.
უკვე დაგეგმილი ტრეინინგები გაიმართება:
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის რეგიონალურ სამმართველოებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს.
ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით ნომერზე 595 85 83 80.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის