

უბისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და შესაძლო პრობლემებით დაინტერესდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის, ინფორმაციით, ფონდის დირექტორმა კეთილმოწყობის სამუშაოების ტემპი დადებითად შეაფასა.
მისივე თქმით, პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების არსებული სისტემა უნდა აღდგენილიყო. წყლის დებეტის უმარისობის გამო კი წყლის ავზის დამონტაჟება და იქედან მომარაგება გახდა საჭირო.
სასურველია გაკეთდეს გარე განათება და დამცავი კედელი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან უბისაში ჩამავალი გზის მარჯვენა მხარეს.
ეს საკითხები ფონდის დირექტორმა მოინიშნა და სავარაუდოდ, მოგვარდება.
პაატა გოგოლაძის ინფორმაცით, უბისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ლაურა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,