მეორე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს.
ხომ არ შეაფერხა თოვლმა მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი, – ამის გასარკვევად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, მარინა ვეფხვაძეს დავუკავშირდით.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან სწავლა ხევისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლებში არ მიმდინარეობს. მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ ხუნევის სკოლის გარდა, ყველა სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.
„დიდთოვლობის გამო, სასკოლო ტრანსპორტი მოსწავლეებს ხევის თემის სოფლებში ვერ მოემსახურა, – ამბობს მარინა ვეფხვაძე, – წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები სოფლიდან 12 კილომეტრით დაშორებულ თეთრაწყაროს სკოლაში სწავლობენ. სამწუხაროდ, ტრანსპორტი წყალაფორეთიდან თეთრაწყაროში ვერ წამოვიდა. ამ სკოლებში დღეს გაცდენილ გაკვეთილებს პირველივე შაბათ დღეს აანაზღაურებენ“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორს, გოჩა ჩადუნელს დავუკავშირდით. მისი თქმით, სასწავლო პროცესი ხუნევის სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს, გედსამანიის სკოლის კორპუსში კი მოსვლა ვერც მოსწავლეებმა შეძლეს და ვერც მასწავლებლებმა.
„გედსამანია მოწყვეტილია ყველანაირ კომუნიკაციას, – ამბობს გოჩა ჩადუნელი, – ცენტრალური საავტომობილო გზა თოვლისგან ამ წუთებშიც იწმინდება. გედსამანიაში არ მოგვეწოდება ელექტროენერგია და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები მუშაობენ, ინტერნეტი თავისთავად არ გვაქვს. გედსამანიაში თოვლის სიმაღლე ერთ მეტრზე მეტია“.
2025 წლის იანვრიდან მერიისა და საკრებულოს თანამდებობის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
პარლამენტთან მიმდინარე მედიის წარმომადგენლების
ზამთრის არდადეგების შემდეგ, დღეს, 20 იანვარს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი
მეორე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. ხომ არ შეაფერხა თოვლმა მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი, – ამის გასარკვევად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის […]