

2025 წლის იანვრიდან მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების ხელფასები გაიზარდა.
საჯარო მოხელეებს ხელფასი 2024 წელსაც გაეზარდათ. კერძოდ, ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 6 125. 02 ლარი იყო, მერის პირველი მოადგილის – 4 658.5 ლარი, მოადგილის – 4 259.2 ლარი, მერიის სამსახურის უფროსის – 3 061.3 ლარი.
ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 5 457 ლარი იყო. მისი პირველი მოადგილის – 4 126 ლარი, მოადგილის – 3 593 ლარი, საკრებულოში მოქმედი კომისიის თავმჯდომარის – 2 928 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის – 2 262 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის – 2 129 ლარი.
2025 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა,- თვეში არაუმეტეს 938 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით.
აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;
გ) საკრებულოს ფრაქციებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;
დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის დამადასტურებელი ოქმით.
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური