

ევროკავშირის მთავარმა პრეს-სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა, გუშინ X-ზე განაცხადა, რომ ევროკავშირი „გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის – ჟურნალისტების და აქტივისტების დაკავებას“.
„უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ აპირებს შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო ტალღა დაიწყო. საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების, მედიის და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები გააძლიერა.
20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება შეაჩეროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმების ნაწილი, რომელიც ვიზების გაცემის პროცესის გამარტივებას გულისხმობს. მანამდე მან „დე ფაქტო“ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება.
4 ნოემბერს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს