28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“.
ხარაგაულელები ვუერთდებით „ერთობის ჯაჭვს“.
ვიკრიბებით ხარაგაულში, 9 აპრილის სკვერში, 15:00 საათიდან.
გავივლით მანძილს ხარაგაულის რკინიგზის სადგურამდე.
„28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი.
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მოქალაქეები ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გავაკეთებთ „ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის.
ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას; მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, – ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“, – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
„ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“.
29 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტის ინაუგურაციას გეგმავს.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.
ხალხი მოითხოვს ახალ არჩევნებს და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
მოქალაქეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“. ხარაგაულელები ვუერთდებით „ერთობის ჯაჭვს“. ვიკრიბებით ხარაგაულში, […]
20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,