პროევროპულ საპროტესტო აქციებში, რომელიც დედაქალაქსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში იმართება, სკოლის მოსწავლეები ერთვებიან.
ადამიანის უფლებების იურისტი ანა არგანაშვილი განმარტავს ზოგად პრინციპებს ბავშვთა მონაწილეობაზე მშვიდობიან აქციებსა და მანიფესტაციებში.
მისი თქმით, ეს განმარტება მიზნად არ ისახავს კონკრეტული სიტუაციის შეფასებას, არამედ ზოგად ინფორმირებას ბავშვთა უფლებებზე.
ბავშვის უფლება, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან შეკრება მანიფესტაციაში, ეფუძნება გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-15 მუხლს.
ბავშვების მონაწილეობა მშვიდობიან აქციებში მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობისა და ცვლილებების განხორციელებისათვის როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე.
ბავშვები სარგებლობენ განსაკუთრებული დაცვით ამ უფლების განხორციელებისას. ეს უფლება უნდა განვიხილოთ ბავშვის სხვა უფლებებთან ერთიანობაში და დისკრიმინაციისგან დაცვის კონტექსტში (ბავშვების ასაკის თუ კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის თუ სხვა საფუძვლის გამო).
სახელმწიფო ვალდებულია:
სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ უფლების ყველა შეზღუდვა უნდა ეყრდნობოდეს კანონიერების, აუცილებლობის და პროპორციულობის პრინციპს.
რისკები (რეალური ან პოტენციური), რაც შეიძლება ახდეს ბავშვის მონაწილეობას, არ შეიძლება იყოს ერთადერთი მიზეზი ბავშვის მონაწილეობის აკრძალვისა.
პოლიციის მთავარი მიზანი აქციაზე უნდა იყოს ხალხის და, მათ შორის ბავშვების, უსაფრთხოების დაცვა. პოლიციამ პრეზუმფციად უნდა მიიღოს, რომ ხალხს აქვს მშვიდობიანი მიზნები, მათ შორის ბავშვებს.
პოლიციის ქმედება უნდა იყოს მიმართული კომუნიკაციაზე, ნდობის დამყარებასა და შენარჩუნებაზე ყველასთან და, განსაკუთრებით, ბავშვებთან. საჭიროა მიმდინარეობდეს დიალოგი მონაწილეებსა და პოლიციას შორის. პოლიციამ უნდა შეატყობინოს საკუთარი მიზნები მონაწილეებს, მათ შორის, ბავშვებისათვის გასაგები საკომუნიკაციო გზით.
საგამონაკლისო გარემოება, როცა შეიძლება შეიზღუდოს ბავშის მონაწილეობა, უნდა იყოს:
ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს, შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული რისკისა, ჰქონდეს კონკრეტული მოცულობა, იყოს დროში განსაზღვრული და ყველაზე ნაკლებად ინტრუზიული.
მსოფლიოს კონფლიქტის ზომონებშიც კი ბავშვის გამოხატვისა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება არ იზღუდება ავტომატურად. შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ზემოთ ხსენებული კრიტერიუმების საფძველზე ბალანსის ტესტით და მხოლოდ დროებით.
მანიფესტაციის დაშლა: აქციის დაშლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არის აშკარა მტკიცებულება სერიოზული ძალადობის მყისიერი რისკისა, რომელიც არ შეიძლება შეჩერდეს უფრო პროპორციული ზომებით, მაგალითად ინდივიდუალური მონაწილის დაკავებით.
მანიფესტაციის დაშლის დროს პოლიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ბავშვები არ დაშორდნენ მშობლებს. ამიტომ, დაშლის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე უნდა მიეწოდოს აქციის მონაწილეებს, რათა ჰქონდეთ დრო მშვიდად დატოვონ ბავშვებმა და მშობლებმა აქცია.
აქციის დაშლაზე მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ბავშვებისთვის გასაგები. სამართალდამცავები უნდა შეეცადონ, მოახდინონ ბავშვების იდენტიფიცირება, მათთვის დახმარების გაწევა, რათა უსაფრთხოდ დატოვონ აქცია.
იმ მანიფესტაციის დეესკალაციაში, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, ის სამართალდამცავი უნდა მონაწილეობდეს, რომელსაც აქვს გავლილი სპეციალური ტრენინიგი ბავშვების და სხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებზე (General comment No. 37 (2020) on the right of peaceful assembly (article 21), para. 80)
როცა ბავშვები მონაწილობენ აქციაში, სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა და ისე გადაჭრან წარმოშობილი კონფლიქტები, რომ არ გამოიყენონ ძალა. ხოლო ამის აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენონ მინიმალური ძალა და მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენი ხანიც აბსოლუტურად აუცილებელია.
განვიხილოთ ძალის გამოყენების მაგალითები:
დეზორიენტაციის და აკუსტიკური იარაღი: გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებულად მტკივნეულია ბავშვებში და მოითხოვა მათი აკრძალვა აქციაზე სადაც ბავშვები არიან;
ქიმიური აგენტები (ცრემლსადენი გაზი) შესაძლოა ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით, თუ ბავშვს აქვს ასთმა, ბრონქო დაავადებები. ამიტომ, ქიმიური აგენტები არასოდეს უნდა გამოიყენონ აქციის დასაშლელად ბავშვების წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს.
ბავშვების დაკავება აქციაზე: ბავშვების სანქცირება არასოდეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ მათ აქციაში მონაწილეობა მიიღეს. მაშინაც კი, როდესაც აქცია გახდა ძალადობრივი, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს ჯგუფურ და შერჩევით დაკავებას ან თავისუფლების შეზღუდვას. თუ ვინმე ინდივიდუალურად ძალადობს, უნდა მოხდეს მათთან ინდივიდუალური გამკლავება პოლიციის მხრიდან;
ბავშვების დაკავება აქციაზე უნდა იყოს უკანასკნელი ზომა და ეს უნდა მოხდეს ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი ფორმით (CRC 37). ბავშვი არ შეიძლება დააკავოთ პრევენციულად ან ადმინისტრაციული დაკავების სახით. ბავშვის დაკავება შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს, თუ ბავშვი უქმნის მყისიერ საფრთხეს თავის თავს ან სხვებს და ყველა სხვა საშუალება ამოწურული. ბავშვის დაკავების ფორმა არ შეიძლება იყოს დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი და იგი მხოლოდ უმცირესი დროით შეიძლება მოხდეს. ბავშვის დაკავება არ შეიძლება მოხდეს ძალადობრივი მეთოდებით.
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვები მუქარისგან, სასჯელის ან შურისძიებისგან მათ მიერ შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო, მათ შორის ოჯახის, სკოლის და მასწავლებლების მხრიდანაც.
ყველა ბავშვს, რომელსაც დაერღვა გამოხატვისა და შეკრება მანიფესტაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება, უნდა შეეძლოს მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლებები.
სამართალდამცავებმა და უფროსებმა უნდა მიაწოდონ ბავშვებს სრულფასოვანი ინფორმაცია, მათთვის გასაგებ ენაზე, აქციაში მონაწილეობის შედეგზე, მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რისკებზე და საფრთხეებზე, მათ უფლებებზე და სხვების ვალდებულებებზე, რათა ბავშვებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომელიც თავისუფალი იქნება ზეწოლისგან ან მუქარისგან.
სამართალდამცავებმა ასევე უნდა გააცნონ ბაშვებს, როგორ დაიცავენ მათ უფლებებს მონაწილეობის შემთხვევაში. სამართალდამცავები უნდა შეეცადონ, რომ ბავშვები, რომლებიც ახორციელებენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, პოზიტიურად წარმოჩინდნენ, მათ შორის, ადამიანის უფლებების დამცველი ბავშვები.
ჟურნალისტებს, ისევე როგორც აქციის სხვა წევრებს, აქვთ უფლება ჩაიწერონ სამართალდამცავების მოქმედება, რათა არ დაირღვეს ბავშვების მანიფესტაციის და შეკრების თავისუფლება.
გამოცემა „პუბლიკის“ ფოტო
მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი
2024 წლის 30 ნოემბერს, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში გაიმართა საქართველოს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხუნევისა და გედსამანიის მოსახლეობა
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის