საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საკითხებში მარგარიტის სხინასმა სიტყვაში, რომელიც მან 13 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით წარმოთქვა.
საღამოს დებატებზე ევროპარლამენტარებმა საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე ისაუბრეს.
მარგარიტის სხინასმა ასევე თქვა, რომ არჩევნები „სერიოზული დარღვევებით“ წარიმართა.
„მმართველმა პარტიამ უთანასწორო საასპარეზო პირობებით ისარგებლა. მან გამოიყენა მის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია.
გარდა ამისა, რეჟიმმა გაავრცელა დეზინფორმაცია, როდესაც ამბობდა, თითქოს საქართველო წინ მიიწევდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, და განსხვავებული მოსაზრებები ჩაახშო. აღნიშნული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული იყო და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა“.
სიტყვით გამომსვლელმა ევროკომისიის სახელით ევროპული პასუხის სამ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი:
პირველი – 2024 წლის ივნისიდან მოყოლებული, ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მკაფიო პასუხი გასცა, შეამცირა პოლიტიკური კონტაქტების დონე და შეაჩერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება (30 მლნ ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მლნ ევროს ოდენობით მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარება). შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც ფაქტობრივად შეჩერდა.
მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია მკაცრი საჯარო განცხადებებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოეხდინა დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე.
მესამე – მარგარიტის სხინასმა განაცხადა, რომ ყოველგვარი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშშია გაწერილი.
„მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება: „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების კანონი“ უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა სხინასმა ბორელის სახელით.
„საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები ცნობილია და არის მკაფიო: დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი“, – დასკვნის სახით თქვა სხინასმა.
მანამდე ჯოზეფ ბორელმა საქართველოს არჩევნების საკითხი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მომავალ, 18 ნოემბრის დღის წესრიგში შეიტანა.
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული […]