დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

საქართველოს მთავრობის არასაკმარისი პოლიტიკური მზაობის გამო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც გასული წლის განმავლობაში ცხრა ნაბიჯის შესრულების საკითხში უმნიშვნელო წინსვლას მოიცავს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiris-gafartoeba/

2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“.

2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ პირობით, რომ ქვეყანა 2023 წელს ევროკომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს შეასრულებდა.

ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”.

2024 წლის 17 ოქტომბერს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.

საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიშში (ამონარიდი საქართველოს შესახებ), რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ევროკომისია საქართველოს ურჩევს, პირველ რიგში, ცხრა რეკომენდაციის შესრულებას დაუბრუნდეს (ამონარიდი საქართველოს შესახებ). იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეიცვლის იმ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მის ინტეგრაციას და არ მიიღებს რეალურ ზომებს  არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხის განხილვას.

„2024 წლის ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით გვიჩვენებს უკუსვლას 4-ში იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც განისაზღვრა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ დროისთვის ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია. ევროკავშირის კარი ღია რჩება და დღევანდელი ანგარიში გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ, თუკი საქართველოს მხრიდან ნამდვილი პოლიტიკური ნება იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტში გაწერილი 9 ნაბიჯი მოიცავს დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლას, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტას, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, პარლამენტის ზედამხედველობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას, ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის უზრუნველყოფას, ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობის ზრდას, დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას.

წყარო