

„მეჯლისი“ უფრო ზამთარს უხდება, თუმცა, ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემოდგომას მიუსადაგეს და ერთი საათით გასულ საუკუნეში გვამოგზაურეს.
მეჯლისზე მოსწავლეებმა „დარისპანის გასაჭირის“ გმირები – დარისპან ქარსიძე და მისი ქალიშვილები მოიწვიეს. შემოდგომაზე შექმნილ ლექსებსა და სიმღერებს ხალხური ცეკვები ცვლიდა. მოსწავლეთა სახლის პედაგოგებმა გიტარის თანხლებით ქალაქური სიმღერები შემოგვთავაზეს.
შემოდგომის ნობათით გაფორმებულ დარბაზს კინომოყვარულთა წრის (პედაგოგი ლიკა ხიჯაკაძე) მოსწავლეების მიერ გადაღებული შემოდგომის ამსახველი ფოტოები ამშვენებდა.
„ყოველთვის ვცდილობთ, განსხვავებული ღონისძიებები შემოგთავაზოთ, – აღნიშნა „შემოდგომის მეჯლისის“ ორგანიზატორმა, ლიტერატურული წრის ხელმძღვანელმა ლალი შარაშიძემ. ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ“.
მოსწავლეთა სახლის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ და მაყურებლებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ლამაზი საღამოს გამართვისთვის.
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ