დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამუსიკო სკოლის ანგარიში მოისმინა. სკოლის დირექტორის, ლალი ალექსიძის ინფორმაციით, სკოლაში ფორტეპიანოს, ვიოლინოს, თეორიული, საესტრადო ვოკალის განყოფილებები ფუნქციონირებს.
ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში 91 მოსწავლე ირიცხება, მათგან 64 ფორტეპიანოს კლასში, 5 ვიოლინოს კლასში, ხოლო 22 მოსწავლე საგუნდო და სოლო განყოფილებებზე სწავლობს.
ფორტეპიანოსა და ვიოლინოს განყოფილებებზე სწავლა ფასიანია (წელიწადში 90 ლარი). 18 სოააციალურად დაუცველი მოსწავლე გადასახადისგან გათავისუფლებულია.
სამუსიკო სკოლაში 8 პედაგოგი და ერთი კონსულტანტია დასაქმებული.
ლალი ალექსიძის ინფორმაციით, მოსწავლეები წარმატებით გამოდიან ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებზე. ამ კონკურსებში მონაწილეობისთვის სამუსიკო სკოლა იყენებს საკუთარ შემოსავალს, რომელმაც გასულ სასწავლო წელს 4 476 ლარი შეადგინა.
2024 წელს სამუსიკო სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 221 600 ლარით ფინანსდება. აქედან ხელფასებზე 214 800 ლარია განსაზღვრული, ხოლო სხვა ხარჯებისთვის – 6 800 ლარი.
საკრებულოს სხდომაზე პარტია „ლელოს“ წევრმა ინგა მაღრაძემ დააყენა საკითხი, რომ სამუსიკო სკოლის მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვისაც.
ლალი ალექსიძის თქმით, ამ ეტაპზე, სოფლებში სამუსიკო სკოლის მასწავლებლებს ვერ გაუშვებენ, რადგან ყველა მათგანი მაქსიმალურად დატვირთულია, ხოლო პედაგოგთა თაობის ცვლა, სამწუხაროდ, ვერ ხდება. ამის მიზეზი, მისი განმარტებით ისაა, რომ სპეციალური სამუსიკო განათლების მიღებით ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან.
„თქვენ შემოგვთავაზეთ წინადადებები, როგორ შეიძლება, რომ სოფლად მცხოვრები ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის სამუსიკო სკოლაში სწავლა ხელმისაწვდომი გავხადოთ“, – მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა ინგა მაღრაძეს.
ინგა მაღრაძის თქმით, ის უახლოეს ხანში ამ მიმართულებით თავის ხედვას საკრებულოს წარუდგენს.
სამუსიკო სკოლის საქმიანობის ანგარიში ყველა დეპუტატმა დადებითად შეაფასა.
ფოტოზე: ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე საკრებულოს სხდომაზე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი