ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აგრარული ბაზრების ტერიტორიები გადმოეცა.
კერძოდ, დაბა ხარაგაულში 2192 კვმ და სოფელ კიცხში 705 კვმ ფართები და მასზე განთავსებული უძრავი ქონება.
ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამასახურის უფროსმა ინგა ლურსმანაშვილმა საკრებულოში სამსახურის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„იგეგმება აღნიშნული ბაზრების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამასახურის უფროსი ინგა ლურსმანაშვილი, – ამის შემდეგ, პროფილის შენარჩუნების პირობით, ეს უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით გაიცემა.
ვმუშაობთ რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებთან, რომ აგრარული ბაზრების ინფრასტრუქტურისთვის თანხები გამოგვიყონ. თუმცა, 2024 წელს ეს ვერ მოხდება. მუნიციპალიტეტში აუცილებელია შესაბამისად მოწესრიგებული აგრარული ბაზარი გვქონდეს“.
ხარაგაულსა და კიცხში აგრარული ბაზრები 2020 წლის 31 მარტს დაიხურა, რადგან დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. ბაზრობის დღეს, პარასკევს, მოვაჭრეები მყიდველებს ბაზრის გარე ტერიტორიაზე ემსახურებიან.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ პრობლემას სისტემატურად აშუქებს.
ფოტოზე: ასე გამოიყურება ხარაგაულის აგრატრული ბაზრის ტერიტორია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი