„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ 2024 წლის ივლისში ცვლილება განხორციელდა. ამ ცვლილების თანახმად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ.
ეს ცვლილება, როგორც პარლამენტისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან წარდგენილ განმარტებით ბარათშია ნათქვამია, განპირობებულია იმით, რომ მოსწავლეები, მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ, ასაკიდან გამომდინარე, ვერ საქმდებიან. „შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლიდან წარმოიშობა.
განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ საბაზო საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ – განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში.
კანონში შესული ეს ცვლილება 2025 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი