საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ბრიფინგზე მის გვერდით ოპოზიციური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტის თქმით, ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.
„მე მინდა დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების.
მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბონ.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი