
2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მკვიდრი ზაზა გლუნჩაძე.
ზაზა 2007 წლიდან ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. 7 აგვისტოს ის თანამებრძოლებთან ერთად საომარ მოქმედებებში ჩაერთო. ოჯახს უკანასკნელად 8 აგვისტოს ესაუბრა…
ზაზა გლუნჩაძე სამი თვე დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 6 ნოემბერს დაუკავშირდნენ ოჯახს და უთხრეს, რომ ის 26 აგვისტოს გადმოსვენებულ 46 მებრძოლთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებდა.
ათი დაჭრილი თანამებრძოლი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან… კიდევ წასულა დაჭრილებისკენ, მაგრამ იქვე ჭურვი აფეთქებულა…
ზაზა გლუნჩაძე მშობლიური ხიდრის მიწას 2008 წლის 15 ნოემბერს მიაბარეს.
სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასალის ორდენით.
ზაზა გლუნჩაძე 1979 წლის 11 თებერვალს დაიბადა. შრომისმოყვარეობითა და თავმდაბლობით გამორჩეულმა ვაჟკაცმა სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირა. მისი ქალიშვილები – მარინე და თეონა მუდამ იამაყებენ გმირი მამის სახელით.
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.