საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ყველა მუნიციპალიტეტში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე მობილიზებული იქნება ტექნიკაც.
კომპანიის მორიგე პასუხისმგებელი პირების სია უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც.
– კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების ელექტროენერგიით მომარაგებას, თუმცა, უამინდობის, ან სხვა გაუთვალისწინებელი ავარიის შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდება თუ შეუწყდება საარჩევნო უბანს, ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები, დენის წყაროს გარეშე შეუფერხებელ მუშაობას რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებენ, შესაბამისად საარჩევნო პროცესი არ შეფერხდება.
მიუხედავად ამისა, კომპანია მზადაა სწრაფი და დროული რეაგირებისათვის, – განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა. მისი თქმით, კომპანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესმა ენერგომომარაგების მხრივ უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, ელექტროენერგიის შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული, გამხოლოებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.
„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობა ცესკოსთან ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში დაიწყო. მას შემდეგ, კომისიის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან რამდენიმე საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც დეტალურად განიხილეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების სტაბილური ენერგომომარაგების საკითხები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი