შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 24 ოქტომბერს დაიწყება და 14 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის ბმული და დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე რეგისტრაციის დღეს გამოქვეყნდება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან, რომლის შესახებაც დეტალური ინსტრუქცია წინასწარ გამოქვეყნდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი