ხარაგაულში პროექტის – „მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობა ელექტრონულ არჩვენებზე“ ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრა გაიმართა.
დაინტერესებულ ამომრჩევლებს ტრენერი მარიკა ვაჭარაძე ზრდასრულთა განათლების ცენტრსა და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში შეხვდა.
ამომრჩევლებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების უფლება-მოვალეობები წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესი და ვადები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხმის ელექტრონულად მიცემის საკითხზე. #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ელექტრონულად ხმის მიცემა 18 საარჩევნო უბანზე მოხდება, დანარჩენ საარჩევნო უბნებზე – ძველი წესით.
ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურა ასეთია:
გახსოვდეთ, რომ თქვენი საარჩევნო ხმის ფარულობა დაცულია. ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსების შემდეგ, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის იქ მოთავსებული ბიულეტენი. ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან.
მარიკა ვაჭარაძემ უპასუხა შეხვედრაზე მყოფთი ამომრჩევლების შეკითხვებს.
პროექტს „მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობა ელექტრონულ არჩვენებზე“ ახორცილებს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, რომლის ფინანსური მხარდამჭერია IFIS.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები კამპანია „ჩემი არჩევანის“ ფარგლებში ტარდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი