18 ოქტომბრიდან საქართველოში მცხოვრებ პრიორიტეტულ ჯგუფებს შეუძლიათ მიაკითხონ ვაქცინაციის პუნქტს და გრიპის წინააღმდეგ უფასოდ აიცრან.
4 ნოემბრიდან კი ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ შეეძლება 6 თვეზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქეს.
18 ოქტომბრიდან გრიპის წინააღმდეგ უფასოდ აცრა შეეძლებათ შემდეგ ჯგუფებს:
- დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
- აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
- ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
- ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
- ორსულები;
- 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები;
- მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები;
- ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი;
- ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი;
- ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თანამშრომლები;
- თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
- საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
- სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
- საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
- სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
- პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;
- პატიმრობის დაწესებულების თანამშრომლები;
- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლები;
- ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია სოფლის საექიმო ამბულატორიებსა და ხარაგაულის საავადმყოფოში.