ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე შვეიცარული აგრარული სკოლა „კავკასიის“ კურსდამთავრებულია. ამ სკოლაში, ორი წლის განმავლობაში, მისი სწავლის ღირებულება – 90 ათასი ლარი – შვეიცარიელმა სპონსორებმა დააფინანსეს.
საშიკო იმ სიკეთეებსა და სარგებელზე გვესაუბრება, რასაც ის ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებთან ინტეგრაციის შემდეგ ელოდება.
„ევროკავშირი მაღალი ხარისხის, კვალიფიციური განათლების მიღების შესაძლებლობაა, – ამბობს საშიკო ხიჯაკაძე, – ევროკავშირი ჩემთვის უსაფრთხო და მშვიდობიან ცხოვრებას ნიშნავს.
ევროპაში ცხოვრების მაღალი დონე განპირობებულია იმით, რომ კარგად აქვთ დალაგებული, გათვლილი და გაწერილი, როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგან. გარანტირებულად აქვთ მშვიდობა და დაგროვილ დივიდენდებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლების მიმართულებით აბანდებენ.
ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნები უნდა ისწრაფვოდნენ ევროკავშირისკენ, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის მიმართულებით თუ რამე კეთდება, 70%-ზე მეტი – ევროკავშირისგან გამოყოფილი თანხებით.
საქართველოში ფერმერული მურნეობები ვერ ვითარდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრაქტრუქტურა და ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, წარმოებული პროდუქციის გასაღება უჭირთ. ევროკავშირში ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, შვეიცარიაში ფერმერმა ზუსტად იცის, რამდენი კილოგრამი ღორის ხორცი უნდა აწარმოოს წლის განმავლობაში და რამდენს გაყიდის.
ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პირადად შევესწარი ასეთ ფაქტს – ასაკოვანი ადამიანები საუბრობდნენ, რომელ ქვეყანაში დაებანდებინათ თავიანთი დანაზოგი პოლიეთილენის ბოთლების მინის ჭურჭლით ჩასანაცვლებლად. ისინი მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით ამბობდნენ, რომ ამით ათი წლით გახანგრძლივდება ჩვენი სიცოცხლეო.
ევროპაში ასე აზროვნებენ, რომ ერთი ადამიანის კარგად ყოფნა არაფერს ნიშნავს, თუ საყოველთაო კეთილდღეობას არ მიაღწიეს. ამიტომაც გადაიხადეს შვეცარიელებმა ჩემს განათლებაში 90 ათასი ლარი. მათ მე მომცეს შანსი, რომ საქართველოში ხარისხიანი განათლება მიმეღო.
ევროპის ქვეყნებში უმაღლესში მხოლოდ ის ახალგაზრდები აბარებენ, რომელთაც სამეცნიერო საქმიანობა სურთ. იქ უმრავლესობა სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში სწავლას ამჯობინებს. ეუფლებიან სასურველ პროფესიას და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან.
ევროკავშირში თანამდებობის პირების 99% საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით დადის. იქ დაფასებულია შრომა და პროფესიონალიზმი.
ევროკავშირის წევრობა ჩვენ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ საქართველოში ომი არ იქნება. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთი დიდია და ჩვენ მას უნდა მოვეფეროთო. რუსეთს მოვეფერეთ თუ არ მოვეფერეთ, როცა მოუნდა, 90-იან წლებში, 2008 წელში შემოვიდა და გვეომა.
ცოტა ხნის წინ, როცა თურქეთმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, ბევრი ელოდა, რომ რუსეთი საპასუხო ცეცხლს გახსნიდა. თუმცა, ნატოს წევრ თურქეთს რუსეთმა ეს ვერ გაუბედა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის