ათ წელზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ევროკავშირის მხარდაჭერით გარემოსდაცვით პროექტებს ახორციელებს.
ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე ხათუნა მანჯავიძე ამბობს, დონორების მხარდაჭერით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაინერგა:
2024 წლის ზაფხულის არდადეგები ხათუნა მანჯავიძემ გერმანიაში დასაქმებისთვის გამოიყენა. მას, როგორც გერმანულის მასწავლებელს, იქ ყოფნა ენის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარა.
მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ დაკვირვებოდა, რატომაა გერმანია წარმატებული ქვეყანა, რას აკეთებენ ადამიანები საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, რა ფასეულობები, რა ღირებულებები აქვთ; რატომაა გერმანია სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის სასურველი.
„გერმანიაში მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრი იმიტომ, რომ „განსხვავებულ აზრში“ ისინი ხედავენ პროგრესს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – მთავარია, შენი მოსაზრება იყოს არგუმენტირებული, ცოდნაზე, გამოცდილებაზე დაფუძნებული.
გერმანიაში დაფასებულია შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, გულწრფელობა და კეთილსინდისიერება. გერმანიაში იგრძნობა, რომ ძალა ევროკავშირშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალა არის მრავალფეროვნებაში, ერთიანობაში, შრომაში, სამართლიანობასა და თანასწორობაში.
ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გერმანიაში იმიტომ კი არ მიდის, რომ აქ ლუკმა-პურს ვერ იშოვიდა, არამედ იმიტომ, რომ მათ აქ აკლიათ აღიარება და დაფასება.
საქართველო ცხრაპუნქტიან გეგმას რომ შეასრულებს და ევროკავშირის წევრი გახდება, აქ გვექნება – გამართული სოციალური და ჯანდაცვის სერვისები, დამოუკიდებელი სასამართლო, სუფთა გარემო, რაც ადამიანების კეთილდღეობას განაპირობებს.
გერმანიაში ძალიან თვალშისაცემია თითოეული მოქალაქის აქტიურობა და ზრუნვა თავის ქვეყანაზე“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის