

ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, იქ, სადაც, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ევროკავშირის ფულადი ერთეული ევრო დაიბადა, 8-ათასიანი ევროს საკოლექციო ბანკნოტი წარადგინეს.
8 ათასი იმიტომ, რომ სწორედ რვაათასწლიანი ისტორია აქვს საქართველოში მეღვინეობის უწყვეტ წარმოებას.
შესაბამისად, ბანკნოტი მიეძღვნა საქართველოს, ქართულ მეღვინეობას, ასევე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობას.
დიზაინზე იმუშავეს მხატვარმა გია ჯაფარიძემ და კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
სულ დაბეჭდილია 5 ათასი ეგზემპლარი. შესრულებულია ყველა ის სტანდარტი, რაც მიმოქცევაში არსებულ ევროს უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს ბანკნოტი მიმოქცევაში არ იქნება.
მალე ის გავა ჰონგ-კონგის საკოლექციო გამოფენაზე. მოსალოდნელია, რომ თითოეული ბანკნოტის ფასი 100 ათას ევროს გადააჭარბებს.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აქვეყნებს.
სახალხო დამცველი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.