

სოფლის განვითარების სააგენტო მეფუტკრეობის მხარდაჭერ პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს იწვევს.
მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
განაცხადები ასევე მიიღება მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში. კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე.
იმ კოოპერატივების შემთხვევაში, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები; ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება შეადგენს 80%-ს, არაუმეტეს 30 000 ლარისა.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!