26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები დღეიდან, 26 სექტემბრიდან, მუშაობას შეუდგნენ.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 37-ვე უბანზე გამოცხადდნენ.
„კანონით, საუბნო კომისიები 17- წევრიანია, – ამბობს არჩილ ბლიაძე, – თუმცა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ 32 უბანზე კომისიის წევრი არ დანიშნა. ამიტომ ხარაგაულის 32 საარჩევნო უბანი 16-16 წევრიანია.
საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და მდივნები საოლქო კომისიაში შევარჩიეთ. ამ პროცესში საოლქო საარჩევნო კომიის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობა არ მიიღეს.
დღეს ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიები, ამომრჩეველთა სიების გაცნობისა და სიებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი გამოიკრა. სიაში არყოფნის, ან სხვა რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას განცხადებით 8 ოქტომბრამდე უნდა მიმართოს.
იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ხმის მიცემას გადასატანი საარჩევნო ყუთით აპირებენ, საუბნო საარჩევნო კომისიებს 15 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით უნდა მიმართონ.
დღეს, 26 ოქტომბერს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი ეთიკის კოდექსს უნდა მოაწერონ“.
არჩილ ბლიაძის ინფორმაციით, ის ამჟამად ტრენინგებს ატარებს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან, სადაც არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ელექტრონული სისტემით არჩევნები 18 საარჩევნო უბანზე გაიმართება. ეს უბნებია:
#48.01 დაბა ხარაგაულის
#48.02 პატარა ხარაგაულის
#48.03 ბაზალეთის
#48.08 ვარძიის
#48.09 ვახანის
#48.11 კიცხის
#48.12 თეთრაწყაროს
#48.13 ლაშეს
#48.14 ლეღვანის
#48.15 მარელისის
#48.17 მოლითის
#48.19 ქვების
#48.21 სარგვეშის
#48.23 საღანძილის
#48.26 ფარცხნალის
#48.29 წყალაფორეთის
#48.31 ხიდრის
#48.35 საქარიქედის.
ფოტოზე: #48.01 დაბა ხარაგაულის საარჩევნო უბანი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი